ღირსი მამის გაბრიელ–ბერის (გაბრიელ–სალოსი) წმინდა ნეშტის გადასვენების პროცესიასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№299
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016685
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №299

2014 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

ღირსი მამის გაბრიელბერის (გაბრიელსალოსი)  წმინდა ნეშტის გადასვენების პროცესიასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

ღირსი მამის –გაბრიელბერის (გაბრიელსალოსი) წმინდა ნეშტის  გადასვენების პროცესიის მშვიდ ვითარებაში მსვ ლ ელობის,აღნიშნულ ღონისძიებაში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველ ყოფის მიზნით,„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის „ა“ და „ჩ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,

1. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ღირსი მამ ის–გაბრიელბერის (გაბრიელსალოსი) წმინდა ნეშტის გადასვენების პროცესიასთან (შემდგომში - პროცესია)დაკავშირებით საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისათვის საჭირო შესაბამისი   ღონისძიებების გატარება.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების სრულად განხორციელების მ იზნით,დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 3000-მდე მოსამსახურის გამოყოფა.

3. აღნიშნულ პროცესიაში საზოგადოების ჩართულობისა და მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, სს „საქართველოს რკინიგზამ“  უზრუნველყოს ა/წლის 22–23 თებერვალს თბილისი–მცხეთის მიმართულებით დამატებითი სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის გამოყოფა.

4. ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას აღნიშნულ პროცესიაში საზოგადოების ჩართულობისა და მონაწილეობის ხელშეწყობის, აგრეთვე სანიტარული სისუფთავის დაცვის მიზნით:

ა) ა/წლის 22-23 თებერვალს თბილისი–მცხეთის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსების გამოყოფა (150 ავტობუსი)  და დანიშნულების ადგილამდე მოსახლეობის ორგანიზებულად გადაყვანის უზრუნველყოფა;

ბ)  მუნიციპალური სახანძრო–სამაშველო დანაყოფების, სასწრაფო–სამედიცინო დახმარებისა და დასუფთავების სამსახურების მობილიზება და საჭიროების შემთხვევაში აუცილებელ სამუშაოთა წარმოება;

გ) უსაფრთხოების კორდონების მოწყობის მიზნით, საკმარისი რაოდენობით რკინის ჯებირების (ღობეების) ადგილზე მიტანა და განთავსება;

დ) საჭირო რაოდენობის ბიოტუალეტების ადგილზე მიტანა და განთავსება.

პრემიერ-მინისტრი                                                   ი. ღარიბაშვილი