ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების აზერბაიჯანის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიებზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №156
2013 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების აზერბაიჯანის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიებზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების აზერბაიჯანის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიებზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით:
1. მიენიჭოს უფლებამოსილება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტს“, რომ განახორციელოს ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების აზერბაიჯანის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამის უწყებებში რეგისტრაციისა და ზემოაღნიშნული ქვეყნების ტერიტორიაზე მათი დაცვისათვის საჭირო სხვა ღონისძიებები.
2. „საქპატენტმა“ ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების აზერბაიჯანის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამის უწყებებში რეგისტრაციისა და ზემოაღნიშნული ქვეყნების ტერიტორიაზე მათი დაცვის მიზნით სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. ეთხოვოს „საქპატენტს“, რომ ამ განკარგულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები დაფაროს საკუთარი შემოსავლებიდან.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი