ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №620
2014 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით:
ა) მიენიჭოს უფლებამოსილება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს“ (შემდგომში – „საქპატენტი“), რომ განახორციელოს ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების ყირგიზეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებაში რეგისტრაციისა და ზემოაღნიშნული ქვეყნის ტერიტორიაზე მათი დაცვისათვის საჭირო სხვა ღონისძიებები;
ბ) „საქპატენტმა“ ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების ყირგიზეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებაში რეგისტრაციისა და ზემოაღნიშნული ქვეყნის ტერიტორიაზე მათი დაცვის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;
გ) ეთხოვოს „საქპატენტს“, რომ ამ განკარგულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები დაფაროს საკუთარი შემოსავლებიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.04.2014.
- როდის იქნა მიღებული „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 04.04.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №620. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016900.
- სად არის „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.04.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“, №620, 04.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016900 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2315151/