ქ. ბათუმსა და დაბა ხელვაჩაურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის შეზღუდულ ვადაში შესყიდვისა და მიწოდების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2701
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020505
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2701

2015 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

 ქ. ბათუმსა და დაბა ხელვაჩაურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის შეზღუდულ ვადაში შესყიდვისა და მიწოდების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის თანახმად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი პროგრამის ასიგნებებიდან, 2016 წლის განმავლობაში, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისა და დაბა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი