მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველსაყოფად დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე ტყეკაფის გამოყოფისა და საშეშე მერქნის მოპოვების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოსათვის საშეშე მერქნის კანონიერების დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №541
2007 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველსაყოფად დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე ტყეკაფის გამოყოფისა და საშეშე მერქნის მოპოვების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოსათვის საშეშე მერქნის კანონიერების დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის ტერიტორიების სახელმწიფო ტყის ფონდში ჩარიცხვის პროცედურების დასრულებამდე შემოდგომა-ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველყოფის მიზნით და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის საფუძველზე:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სატყეო დეპარტამენტმა (ზ. ჭეიშვილი) (შემდგომში – სატყეო დეპარტამენტი) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს 2 000 (ორი ათასი) მ3 საშეშე მერქნის ტყეკაფის გამოყოფა დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებათა საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე და მათი შეუფერხებელი გატარებისათვის სატყეო დეპარტამენტმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით;
გ) დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე მოსახლეობის მიერ საშეშე მერქნის მოპოვების მიზნით საშეშე მერქნის კანონიერების დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება დროებით, აღნიშნული ტერიტორიების სახელმწიფო ტყის ფონდში ჩარიცხვის პროცედურების დასრულებამდე, მიენიჭოს სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოს – მცხეთა-მთიანეთის რეგიონალურ სატყეო სამმართველოს.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი