ხაიში-ჭუბერი-საკენის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ზამთრის პერიოდში ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№311
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 20/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№311

2007 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

ხაიში-ჭუბერი-საკენის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ზამთრის პერიოდში ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

1. რთული რელიეფური და ბუნებრივი პირობების გათვა­ლისწინებით ხაიში-ჭუბერი- საკენის შიდასახელმწიფოებ­რივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთის ზამ­თრის პერიოდში ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად საქარ­თ­ვე­ლოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმ­წიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტო­მო­ბილო გზების დეპარტამენტმა:

ა) ზამთრის პერიოდში ხაიში-ჭუბერი-საკენის საავ­ტო­მო­ბილო გზაზე ავტოტრანსპორტის გან­ვლა­დობის შესა­ნარჩუნებლად ჭუბერი-საკენის ახალ მონაკვეთზე მოაწყოს ზამთრის საყრდენი პუნქტები, განალაგოს საკმარისი რაოდე-ნობის მექანიზმები და დაამყაროს მუდმივი რადიო­კავ­შირი;

ბ) ზამთარის პერიოდში ხაიში-ჭუბერი-საკენის საავ­ტომობილო გზაზე ბუნებრივი და საექსპლუატაციო ვითარების გართულებისას, აგრეთვე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან ზვავსაშიშროების პროგნოზის მიღებისას დაა­წე­სოს ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმი და რეჟიმის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამი­ნისტროს საპატრულო პოლიციის დე­პარტამენტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რობას, სამეგრელო-ზემო სვანეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს, სხვა დაინტერესებულ უწყებებსა და დაწესებულებებს;

გ) ზამთრის პერიოდში ზვავსაშიშ ადგილებში დაკვირვების წარმოებისა და ინფორმაციის მიღების მიზნით გააფორმოს ხელშეკ­რულება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრ­თან.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერა­ბიშვილი) უზრუნველყოს:

ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართვე­ლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გზებზე დაწესებული მოძრაობის რეჟიმის დაცვა;

ბ) აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის საგზაო სამსახურებთან ერთად აღნიშნულ მონაკვეთზე ჩარჩენილი ავტომანქანების, მგზავრებისა და მძღოლების გადაყვანა და სხვა სამაშველო ღონისძიებათა განხორციელება.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრმა მოსალოდ­ნელი ზვავსაშიშროების, ქარბუქისა და სხვა სტიქიური მოვლენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბ­ლიკის მთავრობას, სამე­გრელო-ზემო სვანეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელ­მწიფო რწმუნებულის აპარატს.

4. ეთხოვოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ხაიში-ჭუბერი- საკენის საავტომობილო გზაზე სტიქიური მოვლენების დროს საჭიროების შემთხვევაში კოორ­დინაცია გაუწიოს მგზავრთა დაბინავებასა და მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობების შექმნას.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი