თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის (აზერბაიჯანის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი–საგარეჯოს 16-51 კმ მონაკვეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №257
2009 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის (აზერბაიჯანის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი–საგარეჯოს 16-51 კმ მონაკვეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შესახებ
თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის (აზერბაიჯანის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი–საგარეჯოს 16-51 კმ მონაკვეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის აუცილებლობიდან გამომდინარე, ოპტიმალური მიმართულებების შერჩევისა და შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დამუშავების მიზნით:
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შესაძლოდ მოკლე დროში უზრუნველყოს თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის (აზერბაიჯანის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი–საგარეჯოს 16-51 კმ მონაკვეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტის მომზადება, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩათვლით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.
2. აღნიშნული პროექტის შეუფერხებლად განხორციელებისათვის ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შეთანხმება და დროულად გადაწყვეტა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის სათანადო დახმარების გაწევის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური