ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის დეტალური პროექტის მომზადების დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№352
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 12/05/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №352

2009 წლის 12 მაისი

ქ. თბილისი

ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის დეტალური პროექტის მომზადების დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოსა და იაპონიის საერთაშორისო განვითა­რე­ბის ასოციაციას (ჟIჩA) შორის სასესხო ხელშეკრულების გა­­ფორ­­მებამდე ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუ­შაო­ების დეტა­ლური პროექტის მომზადების დაჩქარების მიზ­ნით საქართვე­ლოს რეგიონული განვითარებისა და ინფრა­სტრუქ­ტურის სამი­ნისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწე­სებუ­ლებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დე­პარ­ტა­მენტმა იაპონიის საერთაშორისო განვითარების ასოცი­ა­ციის (ჟIჩA) წესებითა და შესყიდვების პროცედურების დაც­ვით და­იწყოს სატენდერო პრო­ცედურები საპროექტო ორგანი­ზაციის (კონსულტანტის) შე­სარჩევად და შესაძლოდ მოკლე დროში უზრუნველყოს ზეს­ტა­ფონი-ქუთაისი-სამტრედიის საავ­ტო­მო­ბი­ლო გზის სამ­შე­ნებ­ლო-სარეკონსტრუქ­ციო სამუ­შა­ოების დეტალური პროექტის მომ­ზადება იაპონიის საერთა­შორისო განვითარების ასოცია­ციის (ჟIჩA) შესაბამისი ინს­ტრუ­ქ­­ცი­ე­ბის გათვალისწინებითა და ასოციაციასთან შეთანხ­მებით.

 2. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ აღნიშნული პრო­ექ­­­­­ტის და­საწყებად გამოყენებული იქნება რეტროაქტიური დაფი­ნან­სე­ბის მეთოდი, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს პროექტის გან­ხორციელების ვადებს.         

   

  პრემიერ-მინისტრი             ნიკა გილაური