საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან გათავისუფლების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№331
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 29/04/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №331

2009 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან გათავისუფლების შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტ­რუქ­ტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესე­ბუ­ლება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორ­ცი­ელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დაზია­ნებული ხიდების ნაცვლად კაპიტალური სახიდე გადასასვლე­ლების მშე­ნებლობას. შესასრულებელი სამუშაოები თავისი შინაარსით აღდგენითი ხასიათისაა და ხორციელდება ახალი ხიდის აშე­ნე­ბით იმდაგვარად, რომ მისი ღერძი სრულად ემთხვევა არსე­ბული ავარიული ხიდის ღერძსა და გაბარიტებს, რაც პრაქ­ტიკულად არ საჭიროებს დამატებით მიწის გამოყოფას და გარე­მოზე ზემოქმედების თვალსაზრისით ცვლილებები მოსალოდ­ნელი არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ არსებული ხიდები ავარიულ მდგომარეობაშია და მოძრა­ობა მიმდინარეობს შეზ­ღუდულ რე­ჟიმ­ში, საქმიანობა დაუყოვ­ნებ­ლივ დაწყებას მოით­ხოვს.

ზემოაღნიშნულ ღონისძიებათა დასაჩქარებლად ,,გარემო­ზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე საქართველოს რე­გიო­ნული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმ­წიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სა­ავ­ტომო­ბი­ლო გზების დეპარ­ტა­მენტი გათავისუფლდეს გარემოზე ზემო­ქმედების შეფასების ანგარიშისაგან შემდეგ პროექტებზე:

ა) გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მდ. ყვირილაზე დაზიანებული ხიდის ნაცვლად კაპი­ტალური სახიდე გადასასვლელის მშენებლობა;

ბ) ქ. ბათუმის შესასვლელში, სენაკი-ფოთი-სარფის საავტო­მობილო გზის მე-100 კმ-ზე მდ. კუბისწყალზე დაზიანებული ხი­­დის ნაცვლად კაპიტალური სახიდე გადასასვლელის მშე­ნებ­ლობა.

 

პრემიერ-მინისტრი           ნიკა გილაური