ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევი-ადიგენის მონაკვეთზე (55-140 კმ) სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (feasibility) საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №149
2008 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევი-ადიგენის მონაკვეთზე (55-140 კმ) სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (feasibility) საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების თაობაზე
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა არის ძირითადი და უმოკლესი დამაკავშირებელი მიმართულება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამცხე-ჯავახეთს შორის, რომელიც გადის რთულ რელიეფში და არამდგრად გრუნტებში. განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა შუახევი-ადიგენის მონაკვეთი (55-140 კმ) – მეწყრული მოვლენებით გამოწვეული გზის დაზიანებული უბნების, მხედველობის არისა და მოხვევის კუთხეების სიმცირის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეუძლებელია. ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი გამავლობისათვის ოპტიმალურ მიმართულებათა შერჩევისა და გეომეტრიული პარამეტრების გაზრდის ღონისძიებათა დაპროექტების მიზნით:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმდინარე წელს უზრუნველყოს ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევი-ადიგენის მონაკვეთის (55-140 კმ) სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესრულებისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (feasibility) მომზადება.
2. ზემოაღნიშნული სამუშაოების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გზების რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევი-ადიგენის მონაკვეთზე (55-140 კმ) სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (feasibility) საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევი-ადიგენის მონაკვეთზე (55-140 კმ) სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (feasibility) საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.03.2008.
- როდის იქნა მიღებული „ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევი-ადიგენის მონაკვეთზე (55-140 კმ) სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (feasibility) საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების თაობაზე“?
- „ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევი-ადიგენის მონაკვეთზე (55-140 კმ) სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (feasibility) საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების თაობაზე“ მიღებულია 24.03.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №149. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევი-ადიგენის მონაკვეთზე (55-140 კმ) სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (feasibility) საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.03.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევი-ადიგენის მონაკვეთზე (55-140 კმ) სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (feasibility) საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების თაობაზე“, №149, 24.03.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.03.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2106698/