განმუხურის დასასვენებელ ბანაკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№492
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№492

2008 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

განმუხურის დასასვენებელ ბანაკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის დასას­ვენებელ ბანაკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრას­ტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სა­ხელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვილი):

ა) საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, შესაძლოდ მოკლე დროში განახორციელოს განმუხურის დასასვენებელ ბანაკსა და მის მიმდებარე ტერიტორიასთან ზღვის სანაპირო ზოლზე საავტომობილო გზების რეაბილიტაცია და მათ გასწვრივ ავტოსადგომების მოწყობა (შესაბამისი საპროექტო დოკუმენ­ტაციის მომზადებითა და ტექნიკური ზედამხედველობით) ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საავტომობილო გზების დეპარტამენ­ტისათვის „გზების მოვლა-შენახვისათვის“(ორგანიზაციული კოდი 26110102) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

ბ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანო­ნის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის თანახმად, სარე­აბილიტაციო სამუშაოების, პროექტირებისა და ტექ­ნიკური ზედამ­ხედველობის (საჭიროების შემთხვევაში) შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შესყიდვა განახორ­ციელოს ერთ პირ­თან მოლაპარაკების საშუალებით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე