გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№2561
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისა და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის ხელშეწყობის განვითარებისათვის შესაბამისი ღონისძიებების დროულად განხორციელების მიზნით, საექსპერტო მომსახურებების, თოვლის მწარმოებელი ზარბაზნის დაქირავების, მის გადატანასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესყიდვის შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელებისა და დაქირავებული თოვლის მწარმოებელი ზარბაზნის საქართველოში დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის ფარგლებში მოქცევის მიზნით:
1. ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:
ა)საექსპერტო მომსახურებების, თოვლის მწარმოებელი ზარბაზნის დაქირავების და მის გადატანასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესყიდვა, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;
ბ) დაქირავებული თოვლის მწარმოებელი ზარბაზნის საქართველოში დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის ფარგლებში მოქცევა.
2. შესყიდვა განხორციელდეს 2011 წლის ქ. თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტის ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
3. ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული შესყიდვა განახორციელოს საავანსო თანხასთან დაკავშირებული საბანკო გარანტიის გარეშე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.12.2011.
- როდის იქნა მიღებული „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
- „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ მიღებულია 27.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2561. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“, №2561, 27.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2342342/