გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2342
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 01/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2342

2011 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისა და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდმა განახორციელოს ქ. თბილისში, ვარკეთილი-2-ის საცხოვრებელ რაიონში 32758,00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 01.19.37.012.001) არსებული ანგარის დემონტაჟთან, მისი გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ტრანსპორტირებასა და მონტაჟთან, ყინულის მოედნის, ხის შენობა-ნაგებობების, მსუბუქი კონსტრუქციის დროებითი ნაგებობების შეძენასა და მონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოების, ელექტრონული ნაწილების მარაგის, საბაგიროების გაშვების სისტემისათვის მარკეტინგული სერვისის, ასევე სასტუმროს მშენებლობის საპროექტო სამუშაოების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს 2011 წლის ქ. თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტით ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

3. ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს საავანსო თანხასთან დაკავშირებული საბანკო გარანტიის გარეშე.

პრემიერ-მინისტრი                                                               ნ. გილაური