მესტიის მუნიციპალიტეტში გზებისა და სკოლების მშენებლობის, აგრეთვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №463
2009 წლის 29ივნისი
ქ. თბილისი
მესტიის მუნიციპალიტეტში გზებისა და სკოლების მშენებლობის, აგრეთვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ
1. მესტიის მუნიციპალიტეტში გზებისა და სკოლების მშენებლობის, აგრეთვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული მესტიის სატყეო უბნის ლახამურის № 2 სარეინჯეროში 1000მ3 სამასალე მერქნის მისაღებად საჭირო ტყეკაფის გამოყოფის, მოჭრისა და დამზადების სამუშაოების შესრულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელებისათვის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სატყეო დეპარტამენტმა უზრუნველყოს 1000მ3 სამასალე მერქნის მისაღებად საჭირო ტყეკაფის გამოყოფის შეთანხმება და მისი ათვისების კონტროლი.
3. განკარგულების შესაბამისად 1000მ3 სამასალე მერქნის დამზადების შედეგად მიღებული საშეშე მერქანი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოიყენოს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მესტიის მუნიციპალიტეტში გზებისა და სკოლების მშენებლობის, აგრეთვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „მესტიის მუნიციპალიტეტში გზებისა და სკოლების მშენებლობის, აგრეთვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.06.2009.
- როდის იქნა მიღებული „მესტიის მუნიციპალიტეტში გზებისა და სკოლების მშენებლობის, აგრეთვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“?
- „მესტიის მუნიციპალიტეტში გზებისა და სკოლების მშენებლობის, აგრეთვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“ მიღებულია 29.06.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №463. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „მესტიის მუნიციპალიტეტში გზებისა და სკოლების მშენებლობის, აგრეთვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.06.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „მესტიის მუნიციპალიტეტში გზებისა და სკოლების მშენებლობის, აგრეთვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“, №463, 29.06.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2094138/