ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაბა ანაკლიის ტერიტორიაზე პატრიოტული ბანაკის მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№340
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 19/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №340

2010 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაბა ანაკლიის ტერიტორიაზე პატრიოტული ბანაკის მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაბა ანაკლიის ტერიტორიაზე პატრიოტული ბანაკის მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით  საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სატყეო დეპარტამენტმა უზრუნველყოს სატყეო დეპარტამენტის გურიის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ ჩოხატაურის სატყეო უბანში 750 მ3 სამასალე მერქნის მისაღებად საჭირო ტყეკაფის გამოყოფის შეთანხმება და მისი დამაგრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარდგენილ ტყით მოსარგებლეზე.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელებისათვის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სატყეო დეპარტამენტმა უზრუნველყოს გამოყოფილი ტყეკაფის ათვისების კონტროლი.

3. ამ განკარგულებით გათვალისწინებული 750 მ3 სამასალე მერქნის დამზადების შედეგად მიღებული საშეშე მერქანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოიყენოს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

4. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელს, ასევე ტყეკაფის გამოყოფისა და ხე-ტყის დამზადების სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს შესაბამისი ტყით მოსარგებლე. 

პრემიერ-მინისტრი                                                                        ნ. გილაური