შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შესყიდვების წლიური გეგმის წარდგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№864
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №864

2009 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შესყიდვების წლიური გეგმის წარდგენის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად,შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შესყიდვების განსახორციელებლად პროცედურების დაწყების ვადების შემჭიდროების უზრუნველსაყოფად:

1. ეთხოვოთ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემსყიდველ ორგანიზაციებს, ამავე კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული შესყიდვების წლიური გეგმა (2010 წლის) დაამტკიცონ და წარუდგინონ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2009 წლის 10 დეკემბრამდე.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ ვადაში არ იქნება დამტკიცებული შესაბამისი ბიუჯეტი (საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები), შემსყიდველ ორგანიზაციებს ეთხოვოთ, შესყიდვების წლიური გეგმა (2010 წლის) დაამტკიცონ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარუდგინონ შესაბამისი ბიუჯეტის მიღებისთანავე, მაგრამ მისი მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.

3. ეს განკარგულება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ზ“ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვების განმახორციელებელ პირებზე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                        ნ. გილაური