რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№535
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 24/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №535

2009 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

1. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული და სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ სახლებში განსახლებული მოსახლეობისათვის, რომელთა დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე შეუძლებელია (ამ ადგილების ოკუპაციის გამო), საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უზრუნველყოს საოჯახო ინვენტარის, საკვები პროდუქტებისა და სხვა პირველადი მოხმარების საგნების შეძენა.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან მიმართოს 179 800 (ას სამოცდაცხრამეტი ათას რვაასი) ლარი.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ საქონლის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                     ნიკა გილაური

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.07.2009.
როდის იქნა მიღებული „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“?
„რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 24.07.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №535. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“, №535, 24.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2102540/