საქართველოს მთავრობის სარზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№338
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 15/05/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №338

2008 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. 2008 წლის მაისში დანიშნული პარლამენტის არჩევნების ღონისძიებათა შეუფერხებლად წარმართვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოუყოს 8 000 000 (რვა მილიონი) ლარი.

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ პარლამენტის არჩევნებისა და წლის განმავლობაში სხვა გაუთვალისწინებელი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით საქარ-თველოს ფინანსთა სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს „საქართველოს 2008 წლის სახელმწფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებების გაზრდას და ამ მიზნით 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებებათა ფარგლებში შესაბამისი თანხების მოძიებას.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                      ვ. გურგენიძე