საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№610
2008 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ვაკის № 2 საარჩევნო ოლქსა და დიდუბის № 8 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების მომზადებისა და ჩატარების საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოუყოს 1 599 905 (ერთი მილიონ ხუთას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ხუთი) ლარი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე