საქართველოს მთავრობის მიერ მსოფლიო ბანკისათვის თანხის დაბრუნების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №808
2008 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის მიერ მსოფლიო ბანკისათვის თანხის დაბრუნების შესახებ
1. დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის განხორციელების მიზნით ,,საქართველოსა და გარემოს გლობალური ფონდის პროექტების აღმასრულებელი სააგენტოს უფლებამოსილების მქონე რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის გაფორმებული „გარემოს გლობალური ფონდის საგრანტო ხელშეკრულების (დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტი)“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 03.01.2002 წელი, №1320 დადგენილებით) №1 დანართის მე-5 პუნქტისა და №5 დანართის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. ხაჩიძე) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებებიდან უზრუნველყოს 231 608, 21 (ორას ოცდათერთმეტი ათას ექვსას რვა დოლარი და
ოცდაერთი ცენტი) აშშ დოლარის მსოფლიო ბანკის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადარიცხვა.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 513 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი