ბორჯომის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობის ამორიცხვისა და ტყით დაფარული სახელმწიფო საკუთრების მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდში ჩარიცხვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №145
2006 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
ბორჯომის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობის ამორიცხვისა და ტყით დაფარული სახელმწიფო საკუთრების მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდში ჩარიცხვის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს ბორჯომის რაიონის გამგეობის წინადადება (გამგეობის 2005 წლის 24 ნოემბრის № 263 დადგენილება) და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2006 წლის 24 მარტის სხდომის ოქმი № 1) ბორჯომის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის ტყის მოწყობის მასალებში ცვლილებების შეტანის შესახებ და ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მიწებიდან ამოირიცხოს 82,6 ჰექტარი ფართობი, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისის მიმდებარე ტყით დაფარული 168 ჰექტარი ფართობი ჩაირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდში.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) ბორჯომის რაიონის გამგეობასთან ერთად განახორციელოს განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული მიწის ნაკვეთების ნატურაში გამიჯვნა, მიღება-ჩაბარება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება-გაფორმება.
3. ბორჯომის რაიონის გამგეობამ უზრუნველყოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხული და მისთვის გადაცემული მიწის ფართობის აღრიცხვა და შემდგომი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი