სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1864
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024551
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1864

2017 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:

1. დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (დმსმ) სექციური ცვლილებების (WREP SRP) პროექტთან დაკავშირებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით, სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალს“ (ს/ნ: 201955090) მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს მცხეთის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.13.19.517) არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის სახეობა „პატარა თელადუმას“ (Ulmus minor Mill.) 1 (ერთი) ინდივიდი.

2. სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალი“ ვალდებულია:

ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;

ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, დაასაწყობოს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.09.2017.
როდის იქნა მიღებული „სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
„სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 07.09.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1864. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024551.
სად არის „სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.09.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №1864, 07.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024551 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.09.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3812232/