სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2250
2017 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:
1. დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსის მაგისტრალური ნავთობსადენი) სექციური ცვლილებების პროექტის განხორციელების მიზნით, სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალს“ (ს/ნ: 201955090) მიეცეს უფლება, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთებიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.13.16.103; №72.13.16.419) ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის „პატარა თელადუმას“ (Ulmus minor Mill.) 31 (ოცდათერთმეტი) ინდივიდი.
2. სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალი“ ვალდებულია:
ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;
ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, განკარგვის მიზნით, გადასცეს სსიპ − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.10.2017.
- როდის იქნა მიღებული „სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 27.10.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2250. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.025011.
- სად არის „სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.10.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №2250, 27.10.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025011 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.10.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4131250/