შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1147
2014 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „საქართველოს ,,წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და 23 პუნქტის შესაბამისად, ქ. ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს სამშენებლო სამუშაოების წარმოების ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარე იმერული მუხას (Quercus imeretina Stev. Ex Malleev ) 5 (ხუთი) ინდივიდი.2. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ვალდებულია:
ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად, ბუნებრივი გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი, განკარგვის მიზნით, გადასცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს;
ბ) განკარგულების ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი