შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№138
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016548
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №138

2014 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ სა­ქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, ამა­ვე მუხლის 23 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის 291 მუხლის შესაბამისად:

1. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ (ს/კ 404401438) მიეცეს უფლება, აჭა­რის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შუახევის ჰესის მშენებ­ლობის პროექტის განხორციელების მიზნით, ჰესის მშენებლობისა და მი­სი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ძირითადი და დამატებითი ინ­ფრას­ტრუქტურული ობიექტების განთავსებისთვის, სამუშაოების წარმო­ების ტერიტორიიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მერქნიანი მცენარე­ების შემდეგი სახეობები და ოდენობები:

ა) შიშველი თელადუმა (Ulmus glabre) – 36 (ოცდათექვსმეტი) ინდი­ვიდი;

ბ) უთხოვარი (Taxus baccata) – 2 (ორი) ინდივიდი;

გ) ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa) - 194 (ას ოთხმოც­და­თოთ­ხმეტი) ინდივიდი;

დ) უხრავი (Ostrya carpinifolia) – 810 (რვაას ათი) ინდივიდი;

ე) კაკალი (Juglans regia) - 196 (ას ოთხმოცდათექვსმეტი) ინდივიდი.

2. შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ ვალდებულია:

ა) ტყის ფონდის ტერიტორიიდან ამორიცხულ ტერიტორიებზე (ყო­ფი­ლი ოლადაურის სატყეო, კვ.44, უბ.43 (ს/კ 24.04.32.127); ყოფილი ჭვანის სატყეო, კვ.84, უბ.42,43,44,47 (ს/კ 24.07.36.266); ყოფილი ჭვანის სატყეო, კვ.84, უბ.44 (ს/კ 24.07.36.265); ყოფილი ჭვანის სატყეო, კვ.84, უბ.38,45,46 (ს/კ 24.07.36.267) ბუნებრივი გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი დაასაწყობოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტერიტორიის გარ­და, სამუშაოების წარმოების სხვა ტერიტორიებზე მოჭრილი მერქნუ­ლი რესურსი გადასცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს;

გ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 3 (სამი) თვის ვადაში სა­ქარ­თველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანი­ლი მერქნიანი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების შედეგად ბიო­მრავალფეროვნებისათვის მი­ყე­ნებული ზიანის საკომპენსაციო ქმე­დე­ბების პაკეტი;

დ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მერქნიანი მცენარე­ების ბუნებრივი გარემოდან ამოღების (ჭრის) დაგეგმილი ვადების შესა­ხებ წინასწარ აცნობოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურ­სების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

3. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ საქართველოს „წითელ ნუსხა­ში“ შეტანილი მერქნიანი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დე­პა­რ­ტამენტმა.

 

პრემიერ-მინისტრი                            ირაკლი ღარიბაშვილი