ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე „საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) ფინანსური ვალდებულებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022908
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №19

2017 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე „საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) ფინანსური ვალდებულებების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე „საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური ვალდებულებების თაობაზე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის 2016 წლის 28 სექტემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელება, სადაც გათვალისწინებული იქნება:

ა) საქართველოსათვის „საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ ფარგლებში EBRD-დან ევროში მიღებული სესხის სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის ლარში გადაცემა სესხის სახით (ქვესესხი);

ბ) ქვესესხის წლიური საპროცენტო გადასახდელის განსაზღვრა გადახდის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ოდენობით.

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი