საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებებთან (2006 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული „ფოთის წყალმომარაგების პროექტი“, 2006 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული „ქუთაისის წყალმომარაგების პროექტი“ და 2008 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული „ბორჯომის წყალმომარაგების პროექტი“) დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№768
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 18/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №768

2010 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებებთან (2006 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული „ფოთის წყალმომარაგების პროექტი“, 2006 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული „ქუთაისის წყალმომარაგების პროექტი“და 2008 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული „ბორჯომის წყალმომარაგების პროექტი“) დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სა­მინისტროს წინადადება.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართვე­ლოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახორციელონ საქარ­თველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი პროცედურები საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) გაფორმებულ სასესხო ხელ­შეკრულებებში (2006 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული „ფო­თის წყალმომარაგების პროექტი“, 2006 წლის 15 სექტემ­ბერს გაფორმებული „ქუთაისის წყალმომარაგების პროექტი“და 2008 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული „ბორჯომის წყალ­მომა­რა­გე­ბის პროექტი“) ცვლილებების შეტანასთან დაკავ­ში­რებით ხელ­შეკრულების გაფორმების მიზნით.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს შპს „საქარ­თველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „საპროექტო ხელშეკრულების“გაფორმება საქართვე­ლოს წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა კომისიის (სხდომის ოქმი №5, 04.11.2009 წ.) გადაწყვეტილების გათვა­ლის­წი­ნებით.

4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრას­ტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ევროპის რეკონ­სტრუქ­­ციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) „პროექტის მხარ­­დაჭერის ხელშეკრულების“გაფორმება.

5. ამ განკარგულების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გან­საზ­ღვრული ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს ევროპის რეკონ­სტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) მასთან გაფორ­მებული საპროექტო ხელშეკრულებების (2006 წლის 15 სექ­ტემბერს გაფორმებული „ფოთის წყალმომარაგების პროექტი“, 2006 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული „ქუთაისის წყალ­მომარაგების პროექტი“და 2008 წლის 1 დეკემბერს გაფორ­მე­ბული „ბორჯომის წყალმომარაგების პროექტი“) და პრო­ექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებების (2006 წლის 15 სექ­ტემბერს გაფორმებული „ფოთის წყალმომარაგების პროექ­ტი“, 2006 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული „ქუთაისის წყალ­მომა­რა­გების პროექტი“და 2008 წლის 1 დეკემბერს გა­ფორ­მებული „ბორჯომის წყალმომარაგების პროექტი“) გაუქ­მების შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                        ნ. გილაური