საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№634
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021220
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №634

2016 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „შპს „საქართველოს      გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №2422 განკარგულების შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, უდაბნოს ადმინისტრაციული ერთეულის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სოფელ თოხლიაურში მდებარე სათავე ნაგებობიდან (არტეზიული ჭაბურღილები) მიმავალი წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების და მასთან დაკავშირებული ხარჯების  დაფინანსების  მიზნით, საქართველოს  ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს  რეგიონებში  განსახორციელებელი  პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოუყოს 3 669 900 (სამი მილიონ ექვსას სამოცდაცხრა ათას ცხრაასი) ლარი, შპს  „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაზე“ გადასაცემად, მისი კაპიტალის გაზრდის მიზნით.

2. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“უზრუნველყოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის (შემდგომში – სამინისტრო) ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი         გიორგი კვირიკაშვილი