ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1354
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 13/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1354

2012 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ დაბა ჩოხატაურში, დუმბაძის ქუჩისა და მიმდებარე მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებისათვის საჭირო თანხა 192 321 (ას ოთხმოცდათორმეტი ათას სამას ოცდაერთი) ლარის ოდენობით.

 

პრემიერ-მინისტრი                             ივანე მერაბიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.07.2012.
როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“?
„ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ მიღებულია 13.07.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1354. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.07.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“, №1354, 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2356728/