სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1143
2012 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსების ფარგლებში ახორციელებს თბილისი‑რუსთავის დამაკავშირებელი გზის (პირველი და მეორე ეტაპები), თბილისის მეტროსადგურის, თბილისისა და მცხეთის ხიდების, ანაკლიის ნაპირსამაგრის მშენებლობის პროექტებს, რომელთა ფარგლებშიც მშენებლობის ნებართვის მისაღებად აუცილებელია შესაბამისი მოსაკრებლების გადახდა.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლების დაფინანსება სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა-პროექტი I (ADB)“ (პროგრამული კოდი – 25 03 07) მუხლის „საბიუჯეტო სახსრებით“ განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური