საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1594
2017 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია, რომ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ნიკორწმინდის ტაძრის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 1 247 000 (ერთი მილიონ ორას ორმოცდაშვიდი ათასი) ლარს.
2. 2017 წელს ნიკორწმინდის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოუყოს300 000 (სამასი ათასი) ლარი.
3. საქართველოს ფინანსთა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს გაითვალისწინონ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიების დაფინანსებისათვის საჭირო შესაბამისი თანხები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი