ასპინძის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№256
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 22/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №256

2013 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

ასპინძის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

ა) საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №1425 განკარგულებით, ხიზაბავრის საირიგაციო წყალსაცავის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოების დაფინანსების მიზნით, „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ასპინძის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი;

ბ) ხიზაბავრის საირიგაციო წყალსაცავის რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „არალისთან“, ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმდა მრავალწლიანი ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 2 782 910 (ორი მილიონ შვიდას ოთხმოცდაორი ათას ცხრაას ათი) ლარს.

2. ხიზაბავრის საირიგაციო წყალსაცავის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ„საქართველოს2013წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის მე‑18მუხლის მე‑2პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ასპინძის მუნიციპალიტეტს გამოუყოს1 282 910 (ერთი მილიონ ორას ოთხმოცდაორი ათას ცხრაას ათი)ლარი.

პრემიერ­‑მინისტრი                                                               ბ . ივანიშვილი