საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1132
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021588
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1132

2016 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქარ­თვე­ლოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან,  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი, მათ შორის:

ა) 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი − 2016 წლის 22 ივნისიდან 2016 წლის 3 ივლისის ჩათვლით, ქ. თბილისში, იუნიორ ძალოსანთა შორის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად, შემდგომში ა(ა)იპ − საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციისათვის გადასაცემად;

ბ) 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი − 2016 წლის 13-18 სექტემბერს, ქ. თბილისში,  ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის 2016 წლის მსოფლიო პირველობის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად, შემდგომში ა(ა)იპ − საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისათვის  გადასაცემად.

 

პრემიერ-მინისტრი                                                               გიორგი კვირიკაშვილი