ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№641
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 06/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №641

2012 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. „შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №403 განკარგულების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოსიაურში ხორციელდება მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ აზერბაიჯანულ ორგანიზაცია ღია სააქციო საზოგადოება „Inter glass“-თან ერთად დაფუძნებული შვილობილი საწარმოს – შპს „ინტერ-გლასს საქართველოს“ მეშვეობით. ამ ღონისძიების განხორციელების მიზნით:

ა) შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ უზრუნველყოს ასაშენებელი ქარხნის ტერიტორიამდე წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემის მიყვანა;

ბ) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უზრუნველყოს ასაშენებელი ქარხნის ტერიტორიამდე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა;

გ) შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ უზრუნველყოს ასაშენებელი ქარხნის ტერიტორიამდე გაზსადენისა და გაზგამანაწილებელი სადგურის მშენებლობა;

დ) შპს „საქართველოს რკინიგზამ“ უზრუნველყოს ასაშენებელი ქარხნის ტერიტორიამდე სარკინიგზო განშტოების მიყვანა.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ღონისძიებები განხორციელდეს ზემოაღნიშნული ქარხნის მოთხოვნების შესაბამისად.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ და შპს „საქართველოს რკინიგზამ“ საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური