შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ,ახმეტის მუნიციპალიტეტში აეროდრომის პროექტირების მიზნით, განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2246
2016 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ, ახმეტის მუნიციპალიტეტში აეროდრომის პროექტირების მიზნით, განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ მიეცეს უფლება, ახმეტის მუნიციპალიტეტში (თუშეთის ადმინისტრაციული ერთეული, სოფელი ომალო და მისი მიმდებარე ტერიტორია) აეროდრომის საპროექტო (მათ შორის, წინასაპროექტო-კვლევითი) მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
2. დაევალოს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, უზრუნველყოს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ, შემჭიდროვებულ ვადებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში (თუშეთის ადმინისტრაციული ერთეული, სოფელი ომალო და მისი მიმდებარე ტერიტორია) აეროდრომის საპროექტო (მათ შორის, წინასაპროექტო-კვლევითი) სამუშაოების განხორციელება.
3. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებები შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ განხორციელდეს საკუთარი ან/და მოზიდული სახსრებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ,ახმეტის მუნიციპალიტეტში აეროდრომის პროექტირების მიზნით, განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ,ახმეტის მუნიციპალიტეტში აეროდრომის პროექტირების მიზნით, განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.10.2016.
- როდის იქნა მიღებული „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ,ახმეტის მუნიციპალიტეტში აეროდრომის პროექტირების მიზნით, განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე“?
- „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ,ახმეტის მუნიციპალიტეტში აეროდრომის პროექტირების მიზნით, განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე“ მიღებულია 27.10.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2246. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022477.
- სად არის „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ,ახმეტის მუნიციპალიტეტში აეროდრომის პროექტირების მიზნით, განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.10.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ,ახმეტის მუნიციპალიტეტში აეროდრომის პროექტირების მიზნით, განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე“, №2246, 27.10.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022477 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.10.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3424719/