საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2253
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018152
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2253

2014 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №1097 და 2014 წლის 1 სექტემბრის №1504  განკარგულებებით გამოყოფილი და მის კაპიტალში შეტანილი თანხების ფარგლებში მორჩენილი ეკონომიით შემდეგი პროექტების განხორციელება:

ა)  ქალაქ ხონის სრული გაზიფიცირების მიზნით, გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა;

ბ)  გორის მუნიციპალიტეტის ზეღდულეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების, ახალშენის და ქვემო ახალსოფლის სრული გაზიფიცირების მიზნით, გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა;

გ)  ქარელის მუნიციპალიტეტის ბრეძის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების, ბრეძის და საციხურის სრული გაზიფიცირების მიზნით, გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა.

2.  ეთხოვოთ ხონის, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების გამგეობებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ნებართვების გაცემის მიზნით, საჭირო ქმედებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                               ი. ღარიბაშვილი