,,სახელმწიფო სექტორში შიდა აუდიტისა და შიდა ფინანსური კონტროლის საკითხების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის №829 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №736
2009 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო სექტორში შიდა აუდიტისა და შიდა ფინანსური კონტროლის საკითხების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის №829 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,,,სახელმწიფო სექტორში შიდა აუდიტისა და შიდა ფინანსური კონტროლის საკითხების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის №829 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო სექტორში შიდა აუდიტისა და შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან ეტაპობრივი ჰარმონიზაციის, შიდა აუდიტისა და შიდა ფინანსური კონტროლის განვითარების სტრატეგიის, ასევე, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლისა და შიდა აუდიტის კანონმდებლობის შემუშავების მიზნით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად,შეიქმნას სახელმწიფო სექტორში შიდა აუდიტისა და შიდა ფინანსური კონტროლის საკითხების შემსწავლელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
| პაპუნა პეტრიაშვილი | - | საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე |
| თინა ბურჯალიანი | - | საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე |
| გრიგოლ გობეჯიშვილი | - | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე |
| ლევან დავითულიანი | - | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე |
| მარიამ ვალიშვილი | - | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე |
| დევი ვეფხვაძე | - | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე |
| ეკატერინე ზღულაძე | - | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე |
| დავით ლომიძე | - | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
|
| თამარ მარტიაშვილი | - | საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე |
| ალექსი მაჭავარიანი | - | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე |
| ზაზა ნანობაშვილი | - | საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი |
| ირინე ქურდაძე | - | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე |
| არჩილ შარვაშიძე | - | საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გენერალური ინსპექციის უფროსი |
| გიორგი ჩალაძე | - | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე |
| ნიკოლოზ ძიმცეიშვილი | - | საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე |
| ლევან ჭოლაძე | - | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე |
| დავით ხოსრუაშვილი | - | ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი.“; |
ბ) მე-2 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შეიმუშაოს კანონპროექტი ,,სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“;“.
პრემიერ-მინისტრი ნ.გილაური