„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №1437 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1714
2016 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №1437 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №1437 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში სამოქალაქო აეროპორტების განვითარების სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წინაშე მდგარი მრავალმხრივი ამოცანების ეფექტურად და კომპლექსურად გადაწყვეტის მიზნით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭო განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;
გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
ე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე;
ვ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;
ზ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.“.
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №1437 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №1437 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.08.2016.
- როდის იქნა მიღებული „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №1437 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №1437 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.08.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1714. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022072.
- სად არის „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №1437 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.08.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №1437 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1714, 24.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022072 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.08.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3387941/