„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის N242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №386 |
|
2014 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის №242 ბრძანებაში (ვებგვერდი, 110420018, 20.04.2011, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016174) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის დებულების (დანართი N1): ა) მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საგადამხდელო პროცედურების შესახებ მეთოდოლოგიურ საკითხებზე განმარტებების გაცემა;“; ბ) მე-5 მუხლის: ბ.ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადამხდელო პროცედურების შესახებ მეთოდოლოგიურ საკითხებზე განმარტებების გაცემა.“; ბ.ბ) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადამხდელო პროცედურების მეთოდოლოგიურ საკითხებზე განმარტებების გაცემა“. 2. სახელმწიფო სესხების და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტის დებულების (დანართი N2): ა) მე-2 მუხლის: ა.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სახაზინო ანგარიშების გახსნა სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში და ფორმირება კანონმდებლობით განსაზღვრულ სათანადო შემოსულობების სახაზინო კოდების მიხედვით;“; ა.ბ) „ი“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მობილიზებული თანხების ამონაწერების მომზადება და მიწოდება;“; ა.გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ბიუჯეტების შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების მიმდინარე შემოსულობების ფარგლებში დაბრუნება, შემოსულობის სხვა სახეში გადატანა, სხვა სახსრების მფლობელზე გადატანა ან/და შეცდომის გასწორება, აღრიცხვა და ანგარიშგება;“;
ა.დ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხების აღრიცხვა, შესაბამის ბიუჯეტში მიმართვა, გადამხდელისათვის უკან დაბრუნება და შეცდომით განთავსებული დეპოზიტური თანხის ერთი სადეპოზიტო კოდიდან სხვა სადეპოზიტო კოდზე გადატანა;“; ა.ე) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ქვეპუნქტი: „პ) ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ ფულადი სახსრების კომერციულ ბანკებში გადატანის მიზნით წარდგენილი საგადახდო დოკუმენტების დამუშავება;“; ა.ვ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი: „ჟ) ფულადი სახსრების პროგნოზირებისა და მართვის დეპარტამენტის მიერ ფულადი სახსრების კომერციულ ბანკებში გადატანის მიზნით წარდგენილი საგადახდო დოკუმენტების დამუშავება.“; ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პასუხისმგებელია სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სახაზინო ანგარიშების სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში გახსნასა და ფორმირებაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ სათანადო შემოსულობების სახაზინო კოდების მიხედვით;“; ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ახორციელებს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხების შესაბამის ბიუჯეტებში შესაბამისი შემოსულობის სახეების მიხედვით მიმართვას ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;“; ბ.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.დ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მიხედვით, მათ მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მობილიზებული თანხების აღრიცხვას და შესაბამისი ამონაწერებით უზრუნველყოფას;“; ბ.ე) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები: „ჟ) ახორციელებს ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ ფულადი სახსრების კომერციულ ბანკებში გადატანის მიზნით წარდგენილი საგადახდო დოკუმენტების დამუშავებას; რ) ახორციელებს ფულადი სახსრების პროგნოზირებისა და მართვის დეპარტამენტის მიერ ფულადი სახსრების კომერციულ ბანკებში გადატანის მიზნით წარდგენილი საგადახდო დოკუმენტების დამუშავებას.“. 3. ანგარიშსწორების დეპარტამენტის დებულების (დანართი N4): ა) მე-2 მუხლის: ა.ა)„ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მომსახურების დეპარტამენტებიდან და სახელმწიფო სესხების და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტებიდან გადმოცემული საგადახდო მოთხოვნების და საგადახდო დავალებების რეესტრების დამუშავება, შესაბამისი ელექტრონული საგადახდო დავალებების მომზადება და გაგზავნა ბანკთაშორის ანგარიშსწორების სისტემაში;“; ა.ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მომსახურების დეპარტამენტის და სახელმწიფო სესხების და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტის მიერ სავალუტო ოპერაციების განსახორციელებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და წარდგენა საქართველოს ეროვნულ ბანკში გასანაღდებლად; ვ) სახელმწიფო ხაზინის სალარე და სავალუტო ანგარიშებზე ამონაწერების დამუშავება და დაშვება შესაბამის დეპარტამენტებზე;“; ა. გ)„ი1-ი5“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ა.დ) „ი6“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი7“ ქვეპუნქტი: „ი7) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო სექტორში ფინანსური მართვის რეფორმის განხორციელება;“; ბ) 21 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ანგარიშგების და მეთოდოლოგიის დეპარტამენტიდან ყოველი თვის ბოლოს გამოითხოვოს წლიური ბიუჯეტის კანონის დანართით გათვალისწინებული ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების შესახებ;“. 4. აღრიცხვის მეთოდოლოგიის და ანალიზის დეპარტამენტის დებულება (დანართი N5) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი N5 ანგარიშგების და მეთოდოლოგიის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში - სახელმწიფო ხაზინა) ანგარიშგების და მეთოდოლოგიის დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) წარმოადგენს სახელმწიფო ხაზინის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებებით და წინამდებარე დებულებით. მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს: ა) სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა და ანგარიშგება; ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების შესრულების ყოველდღიური, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშგების მომზადება კანონმდებლობით დადგენილი ფორმებით; გ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულებისა და ნაშთის ცვლილების ყოველდღიური, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშგების მომზადება; დ) აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების აღრიცხვა და ოპერატიული ანგარიშგება; ე) სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების შესრულების ანგარიშგების მომზადება; ვ) ხაზინის ანგარიშებიდან თანხების ჩამოჭრაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების რეესტრის წარმოება; ზ) საინკასო დავალებებით ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ჩამოჭრილ თანხებზე მხარჯავი დაწესებულებების ინფორმირება; თ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთო მეთოდოლოგიის, დებულებების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითების, ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების და ანგარიშგების ფორმების, ნორმების და წესების პროექტების შემუშავება; ი) საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგებისადმი მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობისა და მონიტორინგის საკითხებზე წინადადებების მომზადება; კ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების ნაერთი ფინანსური ანგარიშებების და დანართი ფორმების მიღება, შემოწმება, ანალიზი და ანგარიშგების შედგენისას დაშვებული არსებითი შეცდომების და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის პროექტების განხორციელება; მ) აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის საკითხებზე განმარტებების გაცემა; ნ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურთან კოორდინირებულად, სახელმწიფო ხაზინის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და განთავსება/განახლება სახელმწიფო ხაზინის ვებგვერდზე. მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) ყოველი თვის ბოლოს და ასევე საჭიროების შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტიდან/სახელმწიფო ხაზინის შესაბამისი დეპარტამენტებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების საგეგმო მაჩვენებლებზე და გამოყოფილი ასიგნებების შესახებ; ასევე ორგანიზაციებზე გასული წლების დავალიანებების დასაფარად გამოყოფილი ასიგნებების შესახებ; ბ) ყოველი თვის ბოლოს და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების დეპარტამენტებიდან გამოითხოვოს სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო ბაზაში განთავსებული, ორგანიზაციების მიერ გასული წლების დავალიანებების დაფარვის შესახებ ინფორმაცია; გ) სახელმწიფო სესხების და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტიდან გამოითხოვოს ინფორმაცია დეპოზიტებზე; დ) მომსახურების დეპარტამენტიდან გამოითხოვოს ინფორმაცია უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში ხაზინის სავალუტო ანგარიშიდან ბიუჯეტში გადატანილი და ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების შესახებ; ე) მომსახურების დეპარტამენტიდან გამოითხოვოს ინფორმაცია სხვადასხვა უცხოურ ვალუტაში ხაზინის სავალუტო ანგარიშზე რიცხული საბიუჯეტო სახსრების შესახებ; ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებებიდან საჭიროების შემთხვევაში დაზუსტების მიზნით გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ნაერთ ფინანსურ ანგარიშგებასთან და დანართ ფორმებთან დაკავშირებით; ზ) მოთხოვნის შემთხვევაში, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული და სახელმწიფო ხაზინაში წარმოდგენილი შიდა აღრიცხვის წესების პროექტთან დაკავშირებით, მოამზადოს წინადადებები აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიასთან შესაბამისობის შესახებ; თ) საჭიროების შემთხვევაში, მხარჯავი დაწესებულებების ნაერთი ფინანსური ანგარიშგების და დანართი ფორმების მონაცემების დასაზუსტებლად, გამოითხოვოს სახელმწიფო ხაზინის დეპარტამენტებიდან ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებით. მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის მუშაობას და პასუხს აგებს დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის და ახდენს მათი მუშაობის კოორდინაციას; დ) ხელს აწერს და ვიზას აძლევს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) ანგარიშვალდებულია სახაზინო სამსახურის უფროსის წინაშე დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. 3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს უფროსის მოადგილე. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში; ბ) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში; გ) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას. 5. დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალი სამმართველოს უფროსები ხელმძღვანელობენ სამმართველოს, უშუალოდ ემორჩილებიან დეპარტამენტის უფროსსა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე, ასრულებენ მათ დავალებებს და ამ დებულებით სტრუქტურული ერთეულებისათვის განსაზღვრულ ამოცანებს და კოორდინაციას უწევენ სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას. მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა 1. დეპარტამენტი შედგება შემდეგი სამმართველოებისაგან: ა) ანგარიშგებისა და ფინანსური ანალიზის სამმართველო; ბ) აღრიცხვის მეთოდოლოგიის სამმართველო. 2. ანგარიშგებისა და ფინანსური ანალიზის სამმართველოს ფუნქციებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა და ანგარიშგება; ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების შესრულების ყოველდღიური, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშგების მომზადება კანონმდებლობით დადგენილი ფორმებით; გ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების აღრიცხვა - ანგარიშგება და შესრულების ყოველდღიური, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშგების მომზადება; დ) აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების გადასახდელების აღრიცხვა და ოპერატიული ანგარიშგება; ე) ხაზინის ანგარიშებიდან თანხების ჩამოჭრაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების რეესტრის წარმოება; ვ) საინკასო დავალებებით ხაზინის ერთიანი ანგარიშებიდან ჩამოჭრილ თანხებზე მხარჯავი დაწესებულებების ინფორმირება; ზ) სამინისტროებსა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსების შესრულების ანგარიშგების მომზადება; თ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების ნაერთი ფინანსური ანგარიშგებების და დანართი ფორმების მიღება, შემოწმება, ანალიზი; ი) ფინანსური ანგარიშგებისა და დანართ ფორმებში შედგენისას დაშვებულ არსებით შეცდომებზე და დარღვევებზე მხარჯავი დაწესებულების ინფორმირება და ანგარიშის დასაზუსტებლად წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაციების განხილვა და შედარება ანგარიშთან; კ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - საფინანსო ანალიტიკურ სამსახურთან კოორდინირებულად, სახელმწიფო ხაზინის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და განთავსება/განახლება სახელმწიფო ხაზინის ვებგვერდზე; ლ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების ნაერთი ფინანსური ანგარიშების და დანართი ფორმების საფუძველზე ნაერთი ანგარიშგების და დანართი ფორმების შედგენა; მ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების ნაერთი ფინანსური ანგარიშების და დანართი ფორმების განხილვის შედეგებზე ინფორმაციის მომზადება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. 3. აღრიცხვის მეთოდოლოგიის სამმართველოს ფუნქციებია: ა) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთო მეთოდოლოგიის, დებულებების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების, ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების და ანგარიშგების ფორმების, ნორმების და წესების პროექტების შემუშავება; ბ) საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგებისადმი მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობისა და მონიტორინგის საკითხებზე წინადადებების მომზადება; გ) მოთხოვნის შემთხვევაში, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული და სახელმწიფო ხაზინაში წარმოდგენილი შიდა აღრიცხვის წესების პროექტთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიასთან შესაბამისობის შესახებ; დ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის პროექტების განხორციელება; ე) აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის საკითხებზე განმარტებების გაცემა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.“. 4. ადმინისტრაციული სამმართველოს დებულების (დანართი N6) მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი N7 („ფულადი სახსრების პროგნოზირებისა და მართვის დეპარტამენტის დებულება“): „დანართი N7 ფულადი სახსრების პროგნოზირებისა და მართვის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ( შემდგომში - სახელმწიფო ხაზინა) ფულადი სახსრების პროგნოზირებისა და მართვის დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) წარმოადგენს სახელმწიფო ხაზინის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებებითა და წინამდებარე დებულებით. მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს: ა) ხაზინის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზების მომზადება; ბ) ხაზინის ანგარიშებზე განხორციელებული ფულადი სახსრების მოძრაობის ოპერატიული ანალიტიკური ინფორმაციების მომზადება პროგნოზების შედგენის მიზნით; გ) ხაზინის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების მომზადება; დ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციებზე ფულადი სახსრების გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენა და შესრულება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით; ე) დამატებითი საბიუჯეტო შემოსულობის მობილიზების მიზნით სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება; ვ) ფულადი სახსრების კომერციულ ბანკებში გადატანის მიზნით საგადახდო დოკუმენტების მომზადება და წარდგენა სახელმწიფო სესხების და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტში; ზ) კომერციული ბანკებიდან ფულადი სახსრების ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადმოტანის საგადახდო დოკუმენტების მომზადება და წარდგენა ანგარიშსწორების დეპარტამენტში; თ) ფინანსური ბაზრის ანალიზი, ფინანსური ინსტრუმენტების შერჩევა, ფულადი სახსრების განთავსება და მონიტორინგი; ი) ფინანსური რისკების ანალიზი და შეფასება. მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს სახაზინო სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტებიდან ფულის გაცემის ყოველთვიური ოპერატიული ფინანსური გეგმის მონაცემებზე და გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია; ბ) გამოითხოვოს სახაზინო სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტებიდან ხაზინის ანგარიშებზე რიცხული ფულადი სახსრების ნაშთებზე და კვარტალური განწერით დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების შესახებ ოპერატიულ მაჩვენებლებზე ინფორმაცია; გ) გამოითხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკიდან სარეკომენდაციო ხასიათის ინფორმაცია ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსების მაქსიმალურ დასაშვებ ვადებზე და მინიმალურ საპროცენტო განაკვეთზე; დ) გამოითხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკიდან ინფორმაცია სახელმწიფო ხაზინის ფულადი სახსრების განსათავსებლად ფინანსური ინსტრუმენტებისა და საფინანსო ინსტიტუტების შესაბამისობის შესახებ. მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის მუშაობას და პასუხს აგებს დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის და ახდენს მათი მუშაობის კოორდინაციას; დ) ხელს აწერს და ვიზას აძლევს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) შუამდგლომლობს დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) ანგარიშვალდებულია სახაზინო სამსახურის უფროსის წინაშე დეპარტამენტის მიერ გაწეულ საქმიანობის შესახებ. 3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს უფროსის მოადგილე. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში; ბ) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში; გ) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას. 5. დეპარტამენტების შემადგენლობაში შემავალი სამმართველოს უფროსები ხელმძღვანელობენ სამმართველოს, უშუალოდ ემორჩილებიან დეპარტამენტის უფროსს და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე, ასრულებენ მათ დავალებებს და ამ დებულებით სტრუქტურული ერთეულებისათვის განსაზღვრულ ამოცანებს და კოორდინაციას უწევენ სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას. მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა 1. დეპარტამენტი შედგება შემდეგი სამმართველოებისაგან: ა) ფულადი სახსრების პროგნოზირების სამმართველო; ბ) ფულადი სახსრების მართვის სამმართველო. 2. ფულადი სახსრების პროგნოზირების სამმართველოს ფუნქციებია: ა) ხაზინის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზების მომზადება; ბ) ხაზინის ანგარიშებზე განხორციელებული ფულადი სახსრების მოძრაობის ოპერატიული ანალიტიკური ინფორმაციების მომზადება პროგნოზების შედგენის მიზნით; გ) ხაზინის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების მომზადება; დ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციებზე ფულადი სახსრების გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენა და შესრულება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით; ე) ფულადი სახსრების მოძრაობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკების ანალიზი და შეფასება. 3. ფულადი სახსრების მართვის სამმართველოს ფუნქციებია: ა) დამატებითი საბიუჯეტო შემოსულობის მობილიზების მიზნით სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება; ბ) ფულადი სახსრების კომერციულ ბანკებში გადატანის მიზნით საგადახდო დოკუმენტების მომზადება და წარდგენა სახელმწიფო სესხების და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტში; გ) კომერციული ბანკებიდან ფულადი სახსრების ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადმოტანის საგადახდო დოკუმენტების მომზადება და წარდგენა ანგარიშსწორების დეპარტამენტში; დ) ფინანსური ბაზრის ანალიზი, ფინანსური ინსტრუმენტების შერჩევა, განთავსება და მონიტორინგი; ე) ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ფინანსური რისკების ანალიზი და შეფასება.“. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი პუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ე“ ქვეპუნქტებისა და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების და მეთოდოლოგიის დეპარტამენტის დებულების მე-2 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი პუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ე“ ქვეპუნქტები და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების და მეთოდოლოგიის დეპარტამენტის დებულების მე-2 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|