„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №411 |
|
2016 წლის 28 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ, №84, 23/06/2006 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010.240.070.22.034.008.796) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი: „ტ1) საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრის (შემდგომში – ერთობლივი მართვის ცენტრი) ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;“. 2. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველო.“. 3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი: „151 მუხლი. ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველო 1. ოპერაციულ დონეზე ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველო. 2. ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველო: ა) ხელს უწყობს ერთობლივი მართვის ცენტრისთვის დაკისრებული ამოცანების ეფექტიან და ჯეროვან განხორციელებას, მონაწილე უწყებათა კომუნიკაციას; ბ) ახორციელებს ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ და სამართლებრივ მხარდაჭერას; გ) ახორციელებს ერთობლივი მართვის ცენტრში მონაწილე უწყებებისაგან ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, მათთვის გადაცემასა და ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვას; დ) ახორციელებს ერთობლივი მართვის ცენტრის საქმისწარმოების უზრუნველყოფას; ახდენს მიღებულ კორესპონდენციაზე დროულ რეაგირებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს ერთობლივი მართვის ცენტრის ცალკეულ დავალებებს; ვ) ასრულებს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც იმავდროულად არის ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსი. სამმართველოს უფროსი ინიშნება სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 4 წლის ვადით. 4. ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც იმავდროულად არის ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე. სამმართველოს უფროსის მოადგილე ინიშნება სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 2 წლის ვადით.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|