,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№570
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.22.034.011.816
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 70, 09/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.034.011.816

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №570

2008 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში (სსმ III, 23.06.2006 წ., №84, მუხ. 1128) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი;

ბ) სანაპირო დაცვის დეპარტამენტი;

გ) სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

დ) სპეციალური დანიშნულების ავიაციის სამმართველო;

ე) საგამოძიებო-ოპერატიული და დაზვერვის სამმართველო;

ვ) სწრაფი რეაგირების რაზმი (სამმართველო);

ზ) შიდა ინსპექცია (სამმართველო);

თ) ოპერატიული მართვისა და სასაზღვრო ტექნოლოგიების ცენტრი (სამმართველო);

ი) სამდივნო.“.

2. დებულების მე-10 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. წვრთნისა და გადამზადების ცენტრი

ა) შეიმუშავებს პირადი შემადგენლობის მომზადება-გადამზადების პროგრამებსა და თემატურ გეგმებს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით;

ბ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობის მომზადება-გადამზადებას, კოორდინაციას და კონტროლს უწევს სწავლების ჩატარების პროცესს და სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა საორგანიზაციო საკითხებს;

გ) ახორციელებს ცენტრის მსმენელთა ცოდნისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შემოწმებას და გასცემს შესაბამის დოკუმენტს;

დ) ახორციელებს სამოსამსახურე ძაღლების გაწვრთნას და მათი მომსახურე თანამშრომელთა სათანადო გადამზადებას.“.

3. დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 11. საგამოძიებო-ოპერატიული და დაზვერვის სამმართველო

საგამოძიებო-ოპერატიული და დაზვერვის სამმართველო უშუალოდ ექვემდებარება სასაზღვრო პოლიციის უფროსს და უზრუნველყოფს ოპერატიულ-საგამოძიებო საქმიანობას დანაშაულის პროფილაქტიკისა და აღკვეთა-გამოვლენის მიზნით; კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო ხასიათის, ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი და წინმსწრები ოპერატიული ინფორმაციების მოპოვებას, ანალიზსა და პროგნოზირებას, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ერთობლივ ოპერატიულ ღონისძიებებს, ახორციელებს წინასწარ გამოძიებას, სამგზავრო დოკუმენტების ტექნიკურ ექსპერტიზას. საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან ახდენს ინფორმაციის გაცვლას. სწავლობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებულ ოპერატიულ ვითარებას და მისი განვითარების შესაძლო ტენდენციებს.“.

4. დებულების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 15. ოპერატიული მართვისა და სასაზღვრო ტექნოლოგიების ცენტრი

ოპერატიული მართვისა და სასაზღვრო ტექნოლოგიების ცენტრი ხელს უწყობს სასაზღვრო ქვედანაყოფების სადღეღამისო უწყვეტ ოპერატიულ მართვას; ზედამხედველობას და კონტროლს უწევს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების შექმნას და ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარებას; სასაზღვრო მონიტორინგის სისტემის გამართულ მუშაობას, მის რეალიზაციასა და ექსპლუატაციას; აწარმოებს სამეცნიერო საქმიანობას; მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევების საფუძველზე შეიმუშავებს განვითარების გეგმებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით. უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო ანალიტიკურ საქმიანობას. შესაბამისი ინფორმაციის (გარდა ოპერატიულისა) შეკრების, სისტემატიზაციისა და ანალიზის საფუძველზე ხელმძღვანელობისათვის შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს, ახორციელებს სახელმწიფო საზღვარზე მომხდარი შემთხვევების ანალიზსა და სტატისტიკურ დამუშავებას, სასაზღვრო პოლიციის მიერ გაწეული სამსახურებრივი საქმიანობის ანალიზს.“.

5. დებულების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 16. სამდივნო

სამდივნოს ძირითადი ამოცანაა სასაზღვრო პოლიციაში საქმისწარმოების ორგანიზება და ხელმძღვანელობა, შემოსული და გასული დოკუმენტაციისა და კორესპონდენციების რეგისტრაცია, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის დადგენილებების, პრემიერ-მინისტრის ბრძანებების, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების, სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებების, მისი და მისი მოადგილეების მითითებების ვადების შესრულების კონტროლი, მოქალაქეთა მიღების ორგანიზება და აღრიცხვა.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი