„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №1-1/846 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/2843
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.22.024.013.940
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 156, 22/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.013.940

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2843

2009 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №1-1/846 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №1-1/846 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, #83, 15.07.2005წ., მუხ. 913) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის თავმჯდომარე:

ა) წარმოადგენს დეპარტამენტს ან უფლებას ანიჭებს დეპარტამენტის წარმომადგენლობაზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების შესრულებისათვის სტატისტიკის სფეროში;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;

დ) აწესრიგებს დეპარტამენტის სისტემის მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა საჯარო მოსამსახურეებს;

ვ) განსაზღვრავს მოადგილეების, დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების და დეპარტამენტის სისტემის სხვა დაწესებულებების ხელმძღვანელთა უფლებამოსილებებს;

ზ) ამტკიცებს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხას;

თ) დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ტერიტორიული ორგანოს სხვა საჯარო მოსამსახურეებს;

ი) ცენტრალიზებული წესით ერთიანი დაფინანსების ფარგლებში განკარგავს დეპარტამენტის მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებებს და თვალყურს ადევნებს აღნიშნული ფულადი სახსრების მიზანშეწონილ ხარჯვას;  

კ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

2. დებულების მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მაკროეკონომიკური სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ეროვნულ ანგარიშთა სისტემის წარმოება; საგარეო ეკონომიკური საქმიანობის (მ.შ., პირდაპირი უცხოური ინვესტიციების) შესახებ მონაცემთა შეგროვება და დამუშავება; საგარეო ვაჭრობის მონაცემთა დამუშავება; ექსპორტ-იმპორტის მონაცემების სარკისებური შედარებების განხორციელება; საშინაო და საგარეო როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური საინვესტიციო ნაკადების შესწავლა; საგადასახდელო ბალანსისათვის (მათ შორის, საერთაშორისო მომსახურება მომსახურების სახეების მიხედვით) საგარეო ვალის სტატისტიკასა და საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციისათვის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება; საგადასახდელო ბალანსის, სახელმწიფო ფინანსებისა და მონეტარული სისტემის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება; აგრეთვე, სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულ სუბიექტებზე რეგულარული სტატისტიკური კვლევების მიღმა დარჩენილი დაუკვირვებადი ნაწილის შესასწავლად, სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვების გეგმა, ორგანიზება და განხორციელება; სატელიტური ანგარიშების წარმოება.

6. საწარმოთა სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: საწარმოთა და სხვა სუბიექტთა რეგისტრირების სისტემის ფორმირება და აქტუალიზირება; რეგისტრირების სისტემის კოორდინაცია და მონიტორინგი; საყოველთაო და მიკროეკონომიკური აღწერების, აგრეთვე სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულ სუბიექტებზე სტატისტიკური გამოკვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, მონაცემთა შეგროვება, დამუშავება, ანალიზი, გავრცელება და შენახვა.“.

3. დებულების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: მოსახლეობისა და საცხოვრისების საყოველთაო აღწერების, აგრეთვე აღწერათაშორის პერიოდში შერჩევითი სოციალურ-დემოგრაფიული დაკვირვების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;

მოსახლეობის ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობის ამსახველ პირველად მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და ანალიზი; შინამეურნეობების ინტეგრირებული კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება; მოსახლეობის ცხოვრების დონის და ეკონომიკური აქტივობის სტატუსის (დასაქმების, უმუშევრობის) ამსახველი სტატისტიკური მონაცემების გაანგარიშება; საშუალო თვიური ხელფასის შესახებ დაკვირვების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება; სოციალური ინფრასტრუქტურის სფეროს (ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სამართალდარღვევები და ა. შ.) ამსახველი სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი; სოციალურ და დემოგრაფიულ სფეროს მიკუთვნებული სხვა სტატისტიკური დაკვირვების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.        

ზ. პოლოლიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №1-1/846 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №1-1/846 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.12.2009.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №1-1/846 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №1-1/846 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 15.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/2843. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.070.22.024.013.940.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №1-1/846 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №1-1/846 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.12.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №1-1/846 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №1-1/2843, 15.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.013.940 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/88114/