„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №114 |
|
2016 წლის 7 მარტი ქ. თბილისი |
1. მე-7 მუხლის:
ა) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“, „ნ2“ და „ნ3“ ქვეპუნქტები:
„ნ1) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი;
ნ2) ობიექტების დაცვის დეპარტამენტი;
ნ3) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი;“;
გ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) კვლევისა და განვითარების დეპარტამენტი;“;
დ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი;“.
2. მე-10 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებათა შესრულების ოპერატიული კონტროლი და აღნიშნულის თაობაზე მინისტრისათვის ინფორმაციის მიწოდება; მინისტრისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა; მინისტრისა და მისი მოადგილეების მიერ კონტროლზე აყვანილ დოკუმენტებსა და სამსახურებრივ დავალებებზე წერილების მომზადება და შემსრულებელთათვის გადაცემა, აღნიშნულ დოკუმენტაციასა და სამსახურებრივი დავალებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო დანაყოფების უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა, რეგისტრირებულ დანაშაულთა სადღეღამისო კრებსების მომზადება და დანიშნულებისამებრ გაგზავნა; საქმისწარმოების (საკანცელარიო) საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა, უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება, ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა; სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების, სტრატეგიისა და ეფექტური ინსტრუმენტების შექმნა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება; სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, ასევე ორგანიზაციებისაგან შემოსული განცხადებებისა და წინადადებების განხილვა, ანალიზი, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, მათი დაძლევის მიზნით სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და ამ მიზნებით სამინისტროს დანაყოფებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა და შესრულების მონიტორინგი; საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, ერთიანი პრაქტიკის დანერგვა და აღნიშნულ საკითხებზე სამინისტროს დანაყოფების საერთო კოორდინაცია; ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, აგრეთვე უცხო ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით სამინისტროში მიმდინარე პროექტების უზრუნველყოფა, ასევე სხვადასხვა სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების დაგეგმვა, შესრულების კოორდინაცია და შედეგების შეფასება; კომპეტენციის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა; სახალხო დამცველთან სამინისტროს კომუნიკაციის მიზნით სამინისტროს დანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია; სამინისტროს სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა;“;
ბ) „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ1) ლოჯისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროში ლოჯისტიკური საქმიანობის განხორციელება, ორგანიზება და კონტროლი, მათ შორის, სამინისტროს ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განსაზღვრა; სამინისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალებით მომარაგება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარება; სამინისტროში მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და სხვა ქონების სწორად ხარჯვასა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება; სამინისტროსათვის სხვადასხვა ფორმით გადაცემული და/ან სამინისტროს სისტემიდან მიღებული აქტივების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და მოთხოვნილების შესაბამისად გაცემა/განაწილება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემის იარაღით, საბრძოლო მასალითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფა, მისი აღრიცხვა და კონტროლი;“;
გ) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“, „ნ2“ და „ნ3“ ქვეპუნქტები:
„ნ1) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად განსაკუთრებულ დავალებათა შესრულება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით; შეკრებისა და მანიფესტაციის დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადება-გადამზადება, სპეციალური და საბრძოლო მომზადების პროგრამით სწავლება და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;
ნ2) ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობებისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე სამინისტროს მოსამსახურეების უსაფრთხოების დასაცავად; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;
ნ3) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული მილსადენების, აგრეთვე მათი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ამ მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება; საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;“;
ე) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემის განვითარების ერთიანი ხედვის ფორმირება; სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების მონიტორინგი; სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით სამინისტროს დანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია და ხელშეწყობა; სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე კვლევების განხორციელება, გამოწვევების იდენტიფიცირება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი, ახალი პროექტების, ინოვაციური იდეებისა და რეკომენდაციების შემუშავება და სამინისტროს ხელმძღვანელობისა და დანაყოფებისათვის მიწოდება; სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ინფორმირებულობის გაზრდა, ცნობიერების ამაღლება და ამ მიზნით თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატის შეთავაზება;“;
ვ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსება და მათი უფლებების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელება; დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ პირთა და იზოლატორის მოსამსახურეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ სუბიექტებთან ურთიერთობის წარმართვა; დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებული პირების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა;“.
2. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2016 წლის 1 აპრილიდან.
|