„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №88 |
|
2025 წლის 27 მარტი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ეკონომიკური პოლიტიკა; ეკონომიკური ზრდის ანალიზი; მდგრადი განვითარება; ვაჭრობა და ინვესტიციები; წარმოებისა და მომსახურების ხელშეწყობა; ტურიზმი; სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; მშენებლობის პოლიტიკა; სივრცის დაგეგმარება და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა; ელექტრონული კომუნიკაციები; ინოვაციური ეკოსისტემისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება და ხელშეწყობა; ფოსტა; ტრანსპორტი და ლოგისტიკა, საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკა; სტანდარტიზაცია და მეტროლოგია; აკრედიტაცია; მკაცრი აღრიცხვის ფორმები; კაპიტალის ბაზრის განვითარება; საპენსიო სისტემის რეფორმა; სადაზღვევო სექტორის განვითარება და პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, ქვეყნის ბრენდის განვითარება; წიაღის მდგრადი მართვა; ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი; საქართველოს ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ქმედებების განხორციელება; საქართველოს ენერგეტიკის დარგის, როგორც ერთიანი კომპლექსის, განვითარებისა და მისი ცალკეული დარგების სტაბილურად ფუნქციონირების, ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და საგანგებო მდგომარეობისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და პრიორიტეტების შესაბამისად, ენერგიის წარმოების, ენერგოშემცველების გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, დისტრიბუციის, აგრეთვე, იმპორტ-ექსპორტის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი; ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის, ენერგოსისტემის უსაფრთხოებისთვის, მისი ნორმალური ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს მართვაში არსებული ენერგეტიკული საწარმოების პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
2. მე-4 მუხლს „ჰ3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ4“ ქვეპუნქტი:
„ჰ4) ენერგეტიკული საწარმოების მართვის დეპარტამენტი.“.
3. მე-7 მუხლის:
ა) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ხ) ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი – ენერგეტიკის სფეროს მდგრადი განვითარების პოლიტიკის, სტრატეგიის, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების/გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში; დარგში არსებული მდგომარეობის ანალიზი და სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციებისა და ღონისძიებების მომზადება-დაგეგმვა; ენერგეტიკული ობიექტების საპროექტო, სამშენებლო-სამონტაჟო, სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო საქმიანობის დოკუმენტების განხილვა, განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი; ელექტროენერგიისა (სიმძლავრის) და ბუნებრივი გაზის ბალანსების მონიტორინგი; ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ორგანიზაციასთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია; ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისათვის ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა; მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკული ურთიერთობის გაძლიერების მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ოპტიმალურ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი რეალიზაციის კოორდინაცია; მიმზიდველი საინვესტიციო წინადადებების შემუშავება და ინვესტორებისათვის წარდგენა; საინვესტიციო წინადადებების შესახებ მიღებული ინფორმაციისა და წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; საინვესტიციო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, მოლაპარაკებაში მონაწილეობა, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა შესრულება და კოორდინაცია; საინვესტიციო პროექტების ფარგლებში დადებული ხელშეკრულებებით (მემორანდუმებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და მათი განხორციელების ხელშეწყობა; ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო, კვლევით და საპროექტო მიმართულებათა განვითარების ხელშეწყობა და კოორდინაცია;“;
ბ) „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჯ) ენერგეტიკული რეფორმების დეპარტამენტი – ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ენერგეტიკის დარგში დაგეგმილი რეფორმების, ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელების, ამ პროცესში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მონაწილეობის კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში, მოლაპარაკების წარმოებაში მონაწილეობა და მათთან სამართლებრივი თანამშრომლობა, საჭიროების შემთხვევაში, იურიდიული დეპარტამენტის ჩართულობით; ენერგეტიკის დარგში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია; ენერგეტიკული პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი სტრუქტურების საქმიანობაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში; ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით დაგეგმილი პროექტების, პრეზენტაციების, შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებათა შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავება, ანალიზი, ანგარიშის მომზადება, ასევე სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; ენერგეტიკის დარგში სხვა სახელმწიფოების ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია; საჭიროების შემთხვევაში, იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაციით, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების განხილვა-მომზადება, მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება, დასკვნების მომზადება; ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება;“;
გ) „ჰ3“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ4“ ქვეპუნქტი:
„ჰ4) ენერგეტიკული საწარმოების მართვის დეპარტამენტი – სამინისტროს მართვაში არსებული ენერგეტიკული საწარმოების პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით; სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ამ საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესის ოპტიმალურად წარმართვის ხელშეწყობა; აღნიშნული საწარმოების მიერ განსახორციელებელი, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში.“.
|