„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №601 |
|
2021 წლის 21 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-4 მუხლში:
ა) „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჯ) ენერგეტიკული რეფორმების დეპარტამენტი;“;
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ2“ ქვეპუნქტი:
„ჰ2) ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტი;“.
2. მე-7 მუხლში:
ა) „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჯ) ენერგეტიკული რეფორმების დეპარტამენტი – ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ენერგეტიკის დარგში დაგეგმილი რეფორმების, ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელების, ამ პროცესში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მონაწილეობის კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში, მოლაპარაკების წარმოებაში მონაწილეობა და მათთან სამართლებრივი თანამშრომლობა, საჭიროების შემთხვევაში, იურიდიული დეპარტამენტის ჩართულობით; ენერგეტიკის დარგში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია; ენერგეტიკული პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი სტრუქტურების საქმიანობაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში; ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით დაგეგმილი პროექტების, პრეზენტაციების, შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებათა შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავება, ანალიზი, ანგარიშის მომზადება, ასევე სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; ენერგეტიკის დარგში სხვა სახელმწიფოების ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია; საჭიროების შემთხვევაში, იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაციით საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების განხილვა-მომზადება, მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება, დასკვნების მომზადება, სამინისტროს მართვაში არსებული საწარმოების პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულებების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია; ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება;“;
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ2“ ქვეპუნქტი:
„ჰ2) ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტი – ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიებისა და მდგრადი განვითარების სფეროში საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობა, პროცესში სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობა და საქმიანობის კოორდინაცია, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოციირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების შესაბამისად; ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების, პრეზენტაციების, შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებათა შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავება, ანალიზი, ანგარიშის მომზადება, ასევე სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; განახლებადი ენერგიების უპირატესი ათვისებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და დანერგვა, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით; ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და დანერგვა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და შესაბამისი პროექტების განხორციელების მხარდაჭერა. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების სამინისტროს კომპეტენციის სფეროში არსებული მიმართულებების კოორდინაცია; მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და დანერგვა, შესაბამისი ინოვაციური პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში, აღებული ვალდებულებების შესრულება, მდგრადი განვითარების, წიაღისეული სათბობის, ენერგოეფექტურობის, კლიმატის ცვლილებისა და განახლებადი ენერგიების კუთხით; მდგრადი განვითარების სტრატეგიის მომზადება, მისი ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებისა და კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობა; მწვანე ეკონომიკის წახალისებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება; აღნიშნული მიზნების მისაღწევად, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიური თანამშრომლობა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნესსექტორსა და საერთაშორისო ინსტიტუტებთან.“.
|