„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №250 |
|
2017 წლის 22 მაისი ქ. თბილისი |
1. მე-4 მუხლის:
ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტი;
დ) ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი;“;
გ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-7 მუხლის:
ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტი – ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი; ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ანგარიშებზე დაყრდნობით ძირითადი ტენდენციების გამოვლენა; ქვეყნის მაკროეკონომიკური რისკფაქტორების გამოვლენა და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციების შემუშავება; წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით, სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის და სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფებისთვის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი ანგარიშების მომზადება; საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტულ ეკონომიკურ პროცესებზე დეტალური ანალიზის მომზადება; დაკავშირებულ მხარეებთან (საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ექსპერტები და სხვა) ინფორმაციის გამოთხოვისა და, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციების ორგანიზება; ეკონომიკაში არსებული პრობლემებისა და განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა; ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ინიციატივებისა და რეფორმების განხორციელება და განხორციელების ხელშეწყობა; ეკონომიკასა და სამეწარმეო გარემოზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე ინიციატივებისა და გადაწყვეტილებების შეფასება და მონიტორინგი; სამეწარმეო გარემოს ანალიზი და მისი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით; საინვესტიციო გარემოს ანალიზი; საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება; საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის ინდუსტრიული პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა, ეკონომიკის კონკურენტუნარიანი მიმართულებების იდენტიფიცირება და მათი განვითარების ხელშეწყობაში მონაწილეობა; ეკონომიკაში არსებულ პრობლემებსა და განვითარების შესაძლებლობებზე საჭირო ინფორმაციის მიღების უზრუნველსაყოფად კომუნიკაციის ეფექტიანი არხების აწყობა; ეფექტიანობის გაზრდის მიზნით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და დანერგვა;
დ) ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი – ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვის პროცესის წარმართვა, პოლიტიკის კოორდინაცია, პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით; მონიტორინგის პროცესში არსებული ხარვეზების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; კომპეტენციის ფარგლებში პოლიტიკის დოკუმენტების სამოქმედო გეგმების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება; ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებებისთვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების, სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების, სახელმწიფო ქონების მართვის მიმართულებებითა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით; ქვეყნის ეკონომიკური რეფორმებისა და ინსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირების სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; შესაბამის უწყებებთან ერთად სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის წარმოება და თანამშრომლობის გაღრმავება; კანონპროექტებსა და სხვა სახის ინიციატივებზე რეგულირების გავლენის შეფასების ანალიზის განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, სახელმწიფო და სამთავრობათაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების შესახებ ანალიტიკური კვლევების მომზადება; სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისა და წარმართვის თაობაზე წინადადებების მომზადება; საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესწავლა და შეფასება; დონორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევა და ანალიზი; კერძო სექტორთან თანამშრომლობით შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და კვალიფიკაციების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სხვა დაინტერესებული უწყებებისთვის; შრომის ბაზრის მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში; სახელმწიფო უწყებებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობა შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოძიების/გაცვლის მიმართულებით; შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების მართვა და განვითარების ხელშეწყობა;“;
გ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების ხელშეწყობის დეპარტამენტი − ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა; ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებებზე (BIT) მუშაობა; საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა და ეფექტურობის შეფასება; ინვესტორების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, აღრიცხვა, შესაბამისი ბაზის ფორმირება და მუდმივი განახლება. ასევე მონაცემების კატეგორიზაცია სფეროს, ზომისა და სხვა საჭირო მახასიათებლების მიხედვით (CRM); დაინტერესებული პირების ინფორმირება ქვეყანაში არსებული საინვესტიციო პოლიტიკისა და პროექტების შესახებ; ინვესტორების მიერ დაყენებული საკითხების მოსაგვარებლად სტრატეგიის შემუშავება და შესრულების ორგანიზება. ინვესტორსა და საჯარო/კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების კოორდინირება; ქვეყნის ფარდობითი უპირატესობების განსაზღვრა საინვესტიციო პოტენციალის ჭრილში და შესაბამისი საინვესტიციო პროექტების ინიციირება და მომზადებაში მონაწილეობა; ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, პროაქტიულად საინვესტიციო ღონისძიებების ინიციირება და ორგანიზება საქართველოში და სამიზნე ბაზრებზე; ინვესტორთა შემდგომი მომსახურების სისტემის დანერგვა არსებულ ინვესტორებთან ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, ასევე საინვესტიციო პროექტებზე განახლებული ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისთვის, ინვესტიციების მონიტორინგი დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვისა და კომპანიების გაფართოების მიზნით.“.
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 აპრილის №167 დადგენილებით დამტკიცებულ „შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმაში“, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №199 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმასა“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №733 დადგენილებით დამტკიცებულ „შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების კონცეფციასა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაში“ შესაბამისი ცვლილებების პროექტების მომზადება და საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენა;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს საჭირო ღონისძიებების გატარება, ამ დადგენილების პირველ მუხლთან შესაბამისობის მიზნით.
|