„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.013.292
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №891
2009 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 20.06.2007 წ., №85, მუხ. 909) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილება.“.
2. დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ნარკოლოგიური გამოკვლევებისა და ექსპერტიზის განხორციელებისათვის სამსახურისა და რეგიონალური დანაყოფების საჭირო საშუალებებით მომარაგება, მათი შესაბამისი აღრიცხვა-რეგისტრაცია და ხარჯვაზე კონტროლი.“.
3. დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი.
„ე) დანაშაულის შესახებ შეტყობინება-გამოძახების მიღება, აღრიცხვა-რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება.“.
4. დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება
ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების კომპეტენციაა:
ა) მთავარ სამმართველოში განსახილველად შემოსული, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვა, მთავარი სამმართველოს კორესპონდენციების მიღება-დაგზავნა, მთავარი სამმართველოს მიერ მომზადებული, შემოსული და გასული დოკუმენტების რეგისტრაცია;
ბ) ექსპერტიზების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა უახლესი მეთოდების, სტანდარტების, პროგრამების, აპარატურის მოძიების, შემუშავებისა და დანერგვის გზით;
გ) მთავარ სამმართველოში შესრულებული ექსპერტიზების, გამოკვლევების და მათზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების შენახვა და გაცემა, გარდა ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
5. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:
„მუხლი 111. ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილება
ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების კომპეტენციაა:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მთავარ სამმართველოში შემავალი სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის შემოწმება შესრულებული სამუშაოების გაცნობისა და შეფასების მიზნით; მათი შესრულების კონტროლი და ანალიზი, ფუნქციონალური მოვალეობებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე და თანამშრომელთა საშემსრულებლო დისციპლინაზე კონტროლი, გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი წერილის მომზადება და მთავარი სამმართველოს უფროსისათვის წარდგენა;
ბ) მთავარ სამმართველოში შემოსული მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მათი შესრულების უზრუნველყოფა;
გ) მთავარი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი აქტების გაცნობა პირადი შემადგენლობისათვის;
დ) მთავარ სამმართველოში შესათანხმებლად შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და სათანადო პასუხის მომზადება;
ე) მთავარ სამმართველოში შემავალი სტრუქტურული დანაყოფების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადება და განხილვის ორგანიზება.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.07.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.07.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №891. სარეგისტრაციო კოდი — 140.010.000.22.034.013.292.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.07.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე, №891, 17.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.013.292 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.07.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84760/