„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.011.165
საქართველოსშინაგანსაქმეთა მინისტრის
ბრძანება№1521
2007 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოსშინაგანსაქმეთასამინისტროსსაექსპერტო-კრიმინალისტიკურიმთავარისამმართველოსდებულებისდამტკიცებისშესახებ“ საქართველოსშინაგანსაქმეთამინისტრის 2007 წლის 15 ივნისის№849 ბრძანებაშიცვლილებებისშეტანისთაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 20.06.2007წ., №85, მუხ.909) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. მთავარი სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურისა და რეგიონალური დანაყოფების საქმიანობაზე.“.
2. დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) საექსპერტო-კრიმინალისტიკური კვლევის სამმართველო;
ბ) ნარკოლოგიური შემოწმების სამსახური;
გ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება;
დ) კინოლოგიის განყოფილება;
ე) რეგიონალური დანაყოფები.“.
3. დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის კომპეტენცია
1. ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის კომპეტენციაა:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოლოგიური გამოკვლევებისა და ექსპერტიზების განხორციელება, შესაბამისი დასკვნის გაცემა;
გ) ნარკოლოგიური გამოკვლევებისა და ექსპერტიზის განხორციელებისათვის სამსახურისა და რეგიონალური დანაყოფების საჭირო საშუალებებით მომარაგებასა და მათ ხარჯვაზე კონტროლი;
დ) უზრუნველყოს გამოკვლევის პროცესში მიღებული ბიოლოგიური მასალის დალუქვა-შენახვა.
2. ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის საქმიანობაზე პასუხისმგებელია მთავარი სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.“.
4. დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 11. ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება
1. ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების კომპეტენციაა:
ა) მთავარ სამმართველოში განსახილველად შემოსული, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვა, მათი შესრულების კონტროლი და ანალიზი, მთავარი სამმართველოს კორესპონდენციების მიღება-დაგზავნა, მთავარი სამმართველოს მიერ მომზადებული, შემოსული და გასული დოკუმენტების რეგისტრაცია;
ბ) მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის მონიტორინგი, ექსპერტიზების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა უახლესი მეთოდების, სტანდარტების, პროგრამების, აპარატურის აქტიურად მოძიების, შემუშავებისა და დანერგვის გზით;
გ) თანამშრომელთა საშემსრულებლო დისციპლინის კონტროლი;
დ) მთავარ სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი აქტების გაცნობა პირადი შემადგენლობისათვის;
ე) მთავარ სამმართველოში შესრულებული ექსპერტიზების, გამოკვლევების და მათზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების შენახვა და გაცემა, გარდა ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების საქმიანობაზე პასუხისმგებელია მთავარი სამმართველოს უფროსი.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.11.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.11.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1521. სარეგისტრაციო კოდი — 140.010.000.22.034.011.165.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.11.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1521, 27.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.011.165 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/74464/