„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№767
სარეგისტრაციო კოდი
140010000.22.034.015046
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 106, 27/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.015.046

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება№767

2010 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებით (სსმ III, 20.06.2007წ., №85, მუხ.909) დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველო.“.

2. დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ა“ ქვეპუნქტი.

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

    „მუხლი 91. ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს კომპეტენცია

1. ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) დანაშაულის კვალის და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, დაფიქსირების, ამოღებისა და მათი შემდეგი გამოკვლევის მიზნით შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ასევე სხვა საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობა;

ბ) გაწეული საქმიანობის ამსახველი სტატისტიკის წარმოება და სტატისტიკური მონაცემების ყოველთვიური წარდგენა მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე;

გ) დანაშაულის შესახებ შეტყობინება-გამოძახების მიღება, აღრიცხვა-რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება.

2. ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს საქმიანობაზე პასუხისმგებელია მთავარი სამმართველოს უფროსი.“.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ი. მერაბიშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.08.2010.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.08.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №767. სარეგისტრაციო კოდი — 140010000.22.034.015046.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.08.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №767, 26.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 140010000.22.034.015046 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1033433/