,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების და ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1187
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.034.013.604
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 119, 02/10/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.034.013.604

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1187

2009 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების და ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 ივლისის №304 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 აგვისტოს №509 ბრძანებულების და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებით (სსმ III, 13.01.2006, №5, მუხ. 37) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“ ქვეპუნქტი:

„ც) გასცეს საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მუშაკთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საწარმოსთვის შესაბამისი ოდენობის და სახეობის აირწინაღის იმპორტის აუცილებლობის დამადასტურებელი დასკვნა.“.

2. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18.

სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს კომპეტენციას წარმოადგენს:

ა) ქვეყნის მასშტაბით შესაძლო საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილების, ლიკვიდაციის ღონისძიებათა ორგანიზება და კოორდინირება;

ბ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მარშრუტების შეთანხმებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება;

გ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებული დასკვნის მომზადება;

დ) საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მუშაკთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საწარმოსთვის შესაბამისი ოდენობის და სახეობის აირწინაღის იმპორტის აუცილებლობის დამადასტურებელი დასკვნის მომზადება.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი